რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა.
უკრაინიდან თავიანთი მოქალაქეების გაყვანა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამინისტრომ, ნიდერლანდებმა და ისრაელმა უკვე დაიწყეს.
გაზეთ Kyiv Post-ის თანახმად, აშშ-მა დაიწყო ეუთოს მისიის ამერიკელი თანამშრომლების გაყვანა.
შეგახსენებთ, რომ რამდეიმე წუთის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა ჯო ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.