დატოვეთ უკრაინა მომდევნო 48 საათში, რუსეთი საჰაერო იერიშით იწყებს - ბაიდენის მრჩეველი

დატოვეთ უკრაინა მომდევნო 48 საათში, რუსეთი საჰაერო იერიშით იწყებს - ბაიდენის მრჩეველი

12-02-2022, 00:32 - 2022
1 884
       

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანის თქმით, რუსეთის შეტევა უკრაინაზე სავაურაუდოდ საჰაერო იერიშით დაიწყება.

ამის შესახებ სალივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც თქვა ისიც, რომ „რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ წამს შეიჭრას, როგორც კი პუტინი ამის ბრძანებას გასცემს“. 

ის უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინა მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში დაუყოვნებლივ დატოვონ.

ჩვენი დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებულ დეტალებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ შეჭრა შესაძლოა ოლიმპიადის მიმდინარეობისას მოხდეს, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ეს, დიდი ალბათობით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, თუმცა, რისკი ძალიან მაღალია და მუქარაც იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რასაც ახლა საღი აზრი მოითხოვს“, - აცხადებს სალივანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები