ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ძმა დაზარალებულად ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზ მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს
„მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო მოსმენების საქმეზე“, - წერს თორნიკე მამალაძე
შეგახსენებთ, რომ სუს-ის სკანდალური კრებსები, რომლითაც დასტურდება, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს, დაახლოებით 1 წლის წინ გასაჯაროვდა. 
პროკურატურამ ბოლო პერიოდში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებსაც.  
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
