ექსკლუზივი - გამყრელიძე თანამდებობიდან გაუშვეს, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში რუსების შესვლას არ დათანხმდა

ექსკლუზივი - გამყრელიძე თანამდებობიდან გაუშვეს, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში რუსების შესვლას არ დათანხმდა

9-08-2022, 01:09 - 2022
1 713
       

დაავადაბეთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში ბოლო შეხვედრა გამართა. 

თანამდებობაზე ყოფნისას მისი ბოლო კომენტარი, გადადგომას ეხებოდა - ის აცხადებს, რომ თავისი ნებით მიდის, რადგან სურს, რომ ახალგაზრდებს დაუთმოს ადგილი. 

მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ დეტალურად ისაუბრებს, რატომ გადაწყვტა წასვლა.

ჩვენს ხელთ მოვოპოვებული ინფორმაციით კი, გამყრელიძე თანამდებობიდან გაუშვეს, რადგან მას მწვავე კონფლიქტი მოუვიდა ჯანდაცვის მინისტრთან.

საქმე ეხება ლუგარი ლაბორატორიაში რუსი მეცნიერების შესვლას, რაზეც გამყრელიძემ თანხმობა არ გასცა - ზუსტად ეს ფაქტი გახდა დაპირისპირების მიზეზი ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს შორის. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრისადმი ინტერესი ბევჯერ გამოთქმულა, იყო გარკვეული სახის მუქარებიც, ოკუპანტი ქვეყანა დაჟინებით მოითხოვდა ლაბორატორიის შესწავლას ან დახურვა - წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები