იაგო ხვიჩია - დატოვეთ მარტო გიორგი ვაშაძე

იაგო ხვიჩია - დატოვეთ მარტო გიორგი ვაშაძე
29-07-2022, 14:13 - 2022
419

„მოვუწოდებ კოლეგებს და არასამთავრობო სექტორს, დატოვონ მარტო გიორგი ვაშაძე“, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციის მიერ დაწყებულ სამუშაო პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“  საშუალება არ უნდა მისცენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა ოპოზიციას დაბრალდეს.

სხვებსაც მოვუწოდებთ, გამოვიდნენ ამ პროცესიდან და დატოვონ გიორგი ვაშაძე და მისი პარტია მარტო საკუთარ თავთან, არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებთ, რადგან თუ გვინდა რამე გამოვიდეს, შეთანხმება ერთობლივად უნდა შედგეს და ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ოპოზიციამ ცალკე პროცესების შექმნით ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას და მერე ოპოზიციას უნდა დაბრალდეს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა. მე ეს არ მინდა და ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვინც იქ მონაწილეობს, ნუ მისცემენ ლეგიტიმაციას უაზრობას, დატოვონ საკუთარ თავთან ვაშაძე, მერე ვნახოთ აქეთ რა მოხდება, ზუსტად იგივეს გაკეთება შეიძლება მოგვიწიოს "ქართულ ოცნებასთან", მაგრამ ჯერ უნდა ესწრებოდე, ყველაფერს აკეთებდე, რაც შენგან არის იქ გასაკეთებელი და ადამიანებს უყვებოდე, იქ რასაც ხედავ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა