„მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია“ - სარჯველაძე დიმიტრი სამხარაძაზე

„მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია“ - სარჯველაძე დიმიტრი სამხარაძაზე

4-07-2022, 13:49 - 2022
909
       

„ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, რომელიც ვიხილეთ და არ იყო სასიამოვნო სანახავი ნამდვილად“, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ დიმიტრი სამხარაძის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ უცენზურო გამონათქვამების კომენტირებისას აღნიშნა.

ის არ მიიჩნევს, რომ ეს მანდატის დატოვების საფუძველია.

ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, რომელიც უცენზუროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ განზოგადება, რომ ეს „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის არის დამახასიათებელი, მცდარი იქნება. ასევე არასწორი იქნება ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორმებს მიმართავს, მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებსა და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილს უხამსი სიტყვებით მიმართა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები