შ.პ.ს. „გურმანი“ არის ნახევარფაბრიკატების, ძეხვეულის და საკონდიტრო საწარმო ქალაქ ქუთაისში, ლიდერი რეგიონში კვების სფეროში. ამ ეტაპზე ქ.ქუთაისში არის 4 საფირმო მაღაზია სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ „გურმანის“ 200 ზე მეტი დასახელების პროდუქცია, რომელიც მზადდება ყოველ დღიურად ,მაღალი სტანდარტების დაცვით და უმაღლესი ხარისხის ნედლეულით.
„გურმანის“ ისტორია 1992 წელს ქალაქ ქუთაისში დაიწყო. წმინდა სამების ქუჩაზე იროდი სახოკიამ და გიორგი გრიგოლავამ მცირე კვების საწარმო დაარსეს.
თავიდან „გურმანი“ ორი სახის ხორცპროდუქტს აწარმოებმდა. პროდუქციამ მოწონება ადგილობრივ ბაზარზე მალევე დაიმსახურა და მასზე მოთხოვნა იმაზე სწრაფად გაიზარდა ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.
1994 წელს „გურმანის“ საქმიანობაში ჩაერთო, ჯელინი გოქაძე, რის შემდეგაც კომპანიამ გაფართოება განაგრძო. დიდი მოთხოვნისა და ადგილობრივ ბაზარზე მყარი პოზიციების მიუხედავად „გურმანს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც 2001 წელს მუშაობა შეაჩერა, თუმცა ეს დროებითი აღმოჩნდა, კომპანიის მფლობელებმა დაფინანსება მალევე მოიძიეს და შპს „გურმანმა“ მუშაობა გააგრძელა.
6 წლის შემდეგ, 2007 წელს „გურმანი“ კიდევ ერთხელ გაფართოვდა ქალაქ ქუთაისში, წერეთლის გამზირზე თანამედროვე საწარმო გახსნა. 2007-2008 წლებში კომპანიამ მილენიუმის ფონდისა და USAID -ის დახმარებით გრანტი მოიპოვა. გრანტის მოპოვების შემდეგ „გურმანმა“ საწარმოში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარები შეიძინა, რისი დახმარებითაც ქალაქში დამატებითი პოტენციური სამუშაო ადგილები გაჩნდა.
„გურმანისთვის“ 2010 წელი კიდევ ერთი წარმატების მომტანი აღმოჩნდა, კომპანიამ ჰოლანდიურ ორგანიზაცია PUM-მთან დაიწყო თანამშრომლობა, რის შემდეგაც „გურმანმა“ ძეხვისა და სოსისის ახალი საამქროები გახსნა – კომპანიამ 2-3 წლის შუალდეში პოტენციური სამუშაო ადგილები გააორმაგა.
2 წლის შემდეგ, 2012 წელს „გურმანმა“ საკონდიტრო სივრცეშიც შეაბიჯა და თანამშრომლობა საფრანგეთისა და ჰოლანდიის მაღალკვალიფიციურ კონდიტერებთან დაიწყო, რომლებმაც ადგილობრივი კადრები გადაამზადეს და ახალი ტექნოლოგიები დანერგეს. შ.პ.ს. გურმანმა დაიწყო უმაღლესი ხარისხის მრავალი დასახელების ნამცხვრების წარმოება.
2015 წელს კი კომპანიამ საკონდიტრო სივრცეში მეტად განვითარების სურვილით, USAID/REAP-ის (საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი) თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა და გრანტი მოიპოვა. „გურმანმა“ თანამედროვე ტიპის იტალიური წარმოების შოკ-მაცივრები შეიძინა და კიდევ გაზარდა საკონდიტრო წარმოება.
„გურმანმა“ 2015-2016 წლებში რეგიონში საუკეთესო საწარმოს სტატუსი დაიმსახურა, ამავე წლებში ის დაჯილდოვდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელი.
დღეს კომპანია რეგიონში ისევ ლიდერობს და დასაქმების კუთხითაც გამოირჩევა, კომპანია აგრძელებს ზრდას და განვითარებას. დღეს „გურმანი“ ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიისა და სხვა ევროპული ქვეყნების კვალიფიციურ ექსპერთებთან თანამშრომლობს, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში.
(R-რეკლამა)