დატბორილი სახლები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი - საგურამო სტიქიას ებრძვის

დატბორილი სახლები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი - საგურამო სტიქიას ებრძვის
7-06-2022, 21:48 - 2022
927

ერთსაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად საგურამოს დასახლება ფაქტობრივად მთლიანად დატბორილია.
 
წყალმა და ღვარცოფმა გარკვეული დროით გაუვალი გახადა გზები. წყლის ნაკადი ეზოებში შეიჭრა. განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის ნათესები და დახოცილია შინაური ფრინველი.
 
მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საგურამოს მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც. სადაც ასევე დიდია სტიქიით მიყენებული ზარალი. რამდენიმე ადგილას სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილების საქარე მინებიც კი ჩაამსხვრია. საგურამოს სათავე ნაგებობაზე სირთულეების გამო თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა