„ტვ პირველი“ საქართველოს ყოფილი და გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ბუსა ჟვანია ჩვენებას ასაჯაროებს.
ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბუსა ჟვანიამ ძმებ კაკულიებს სომხეთში ჩააკითხა, ხოლო ჟვანიამ და ძმებმა კაკულიებმა საქართველოში შემოსვლა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამდე ორი თვით ადრე რამდენჯერმე სცადეს.
„2021 წელს სომხეთის საზღვარი გადავკვეთე ორჯერ: პირველად წავედი 2021 წლის 17 ივლისს გიორგი კაველაძესთან ერთად.
იქ მე ჩემს მეგობრებს უნდა შევხვედროდი და ასევე უნდა გვენახა ჩვენი მეგობრები - გურამ და დავით კაკულიები.
ჩასვლისთანავე, ძმებს ერევანში ერთ- ერთ კვების ობიექტზე შევხვდით და საუბრის დროს საქართველში დაბრუნება გადავწყვიტეთ. სასაზღვრო პუნქტზე მე და კავილაძე შემოგვიშვეს, თუმცა კაკულიები არა.
ამიტომ ჩვენც უკან სომხეთში დაბრუნება გადავწყვიტეთ და ისევ კაკულებთან ერთად დავბრუნდით სადაც კაკულიებთან ერთად დავრჩით 8 დღის განმავლობაში“, - წერს ჩვენებაში ბუსა ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ ძმებ კაკულიების სახლში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზიგზაუერსა და მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო, რომელიც, სავარაუდოდ, ზურაბ ჟვანიას საკუთრება იყო.