პრეზიდენტი - სამარცხვინოა, რომ საქართველოში კიდევ ხდება სასტიკი ქალთა მკვლელობები ბავშვების თვალწინ

პრეზიდენტი - სამარცხვინოა, რომ საქართველოში კიდევ ხდება სასტიკი ქალთა მკვლელობები ბავშვების თვალწინ
31-05-2022, 12:00 - 2022
470

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ფემიციდზე. 
 
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგს არ მოსწონს სიტყვა „სამარცხვინო“, სამარცხვინოა, რომ საქართველოში კიდევ ხდება სასტიკი ქალთა მკვლელობები ბავშვების თვალწინ.
 
მართალია ზოგ-ზოგებს არ უყვართ სიტყვა "სამარცხვინოა", მაგრამ ჩემთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა დღეს, რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა, ბავშვების თვალების წინაშე. ვიცი რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ ქალები, როცა პოლიციასთან მიდიან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი და ის უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით თქვენც და მეც, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა