პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხელ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნებს სპეკულაციებს უწოდებს.
ის ამბობს, რომ სააკაშვილი პატიმარია და სასჯელი უნდა მოიხადოს.
"გადაყვანა- გადმოყვანა არ მაინტერესებს, პატიმარია, კეთილი ინებოს მოიხადოს სასჯელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.