კობახიძე სააკაშვილზე - სიმულიანტობს, ფსიქიატრიულში გადაყვანა იქნება საჭირო

კობახიძე სააკაშვილზე - სიმულიანტობს, ფსიქიატრიულში გადაყვანა იქნება საჭირო
4-05-2022, 19:53 - 2022
703

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი სიმულიანტობს და ცდილობს თავი დააღწიოს საპატიმროს.
 
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი ვერანაირი თვითდაზიანება ან რაიმე მსგავსი ვერ გახდება.
 
სიმულიანტობს და ცდილობს, რომ სიმულიანტობის ხარჯზე რაღაცნაირად თავი დააღწიოს საპატიმროს. ბუნებრივია, ეს არის აპრიორი გამორიცხული. აქედანვე შეიძლება ითქვას, ვერავითარი სიმულიანტობა, თვით დაზიანება თუ რაიმე მსგავსი ვერ გახდება, ამას ვამბობ ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით. ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი, მათ შორის ვერც შინაპატიმრობის საფუძველი.
 
ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი, დღეს არის პატიმარი და ბუნებრივია პატიმრად დარჩება. არ ვიცი, თუ გართულდება ფსიქიკური პრობლემები, შეიძლება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს
“, - განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა