მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
მესამე პრეზიდენტი დღეს ადვოკატებს ხვდებოდა, რა დროსაც მოულოდნელად, იურისტის განცხადებით ის შეუძლოდ გახდა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა დაახლოებით ისეთივე მძიმეა, როგორიც შიმშილობსი ბოლო დღეებში იყო.
„პრეზიდენტი არის შეუძლოდ და მან ვერ მაოხერხა უბრალოდ დდი ხანი დარჩენილიყო შეხვედრაზე, ეს იყო შესამჩნევი არაპროფესიონალისთვის, ჩემთვის მაგალითად.
უჭირს გადაადგილება, უჭირს ერთ ადგილზე დგომა, წონასწორობის დაცვა, არ ვიცი როგორ შეიძლება უყურებდე ამ ადამიანის ტანჯვას და მე ვიცი, რომ ნევრი ადამიანი უყურებს, მათ შორის ხელსიუფლების წარმომადგენლები და მათ იციან რეალობა მიუხედავად იმისა, რა სისულელეებიც არ უნდა ილაპარაკონ, ეს არის არაადამიანობა, ეს არის ადამიანის წამება და მკვლელობა ტყვოებაში.
მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე იყო რამდენიმე დღის წინ. ეს არის იგივე მდგომარეობაში დაახლოებით როგორც იყო შიმშილობის ბოლო ეტაპზე“, - ამბობს მესამე პრეზიდენტის ავდოკატი, შოთა თუთბერიძე.