ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის ორი პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისთვის ორი პირი დააკავეს
8-02-2022, 10:07 - 2022
458

ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ განცხადებას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით,   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები და გაწერეს საერთო ჯამში 1 112 800 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ფორმალურად შეიქმნეს თითქოსდა სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა