საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი დაიბარეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი დაიბარეს

2-05-2022, 17:47 - 2022
784
       

საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი გამოიძახეს.
 
საგარეო უწყება ბრალდებებეზე განმარტებას ითხოვს.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, რომელსაც მკაცრად ეთხოვა განმარტება იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა წარმოადგინა და ეხებოდა გარკვეულ აქტივობებს საქართველოში და გარკვეულ საქართველოს ქმედებებს, რომელიც მიმართულია ე.წ. სანქციების თავიდან არიდების მიზნით. მათ ეთხოვათ მკაცრად, რომ მოხდეს განმარტება, ასევე, წარმოდგენილ იქნას ფაქტობრივად ის მტკიცებულებები, რომლებზეც ისინი აკეთებენ აპელირებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები