მმართველი პარტიის წევრი - სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს

მმართველი პარტიის წევრი - სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს
29-04-2022, 20:02 - 2022
576

"სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც მის ოჯახის წევრებს ადარდებს.

"პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, მათ შორის, სამწუხაროდ, არც მის ახლობლებს. იმიტომ, რომ ეს ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ერთიან მოღალატეობრივ პარტიას სჭირდება. აქედან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც უფლებრივი, შესაბამისი უწყებების მხრიდან აბსოლუტურად უზრუნველყოფილია. ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი რამ ვთქვათ, კარგი იქნებოდა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ასეთი ძლიერი შთაგონება სააკაშვილზე მაშინ მოეხდინათ, როდესაც ის იმ დანაშაულებს სჩადიოდა, რისთვისაც ახლა სასჯელს იხდის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა