სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ალბათ, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება.
„ამასთან დაკავშირებით მანაც გააკეთა განცხადება. არ ვიცი, პიროვნულად მისი გადასაწყვეტია, ალბათ, მზად არის, იმიტომ, რომ აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. თუ ასე გაგრძელდა, როგორც არის, ადამიანი, უბრალოდ, აღარ იქნება, ის გარდაიცვლება, მოკვდება მიხეილ სააკაშვილი.
რა თქმა უნდა, შეიძლება იმდენი ესმის ქართულ ოცნებას, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილი მათთვისაც დამაზიანებელი აღმოჩნდება და ქვეყანა ძალიან დიდ ქაოსში და უბედურებაში ჩავარდება. ყველასთვის დამაზიანებელი იქნება და ისინიც ჩაყვებიან ამას, ხეირს და სარგებელს ვერ მიიღებს ქართული ოცნება. შუალედურად აკვირდებიან, რომ დაინვალიდებამდე მიიყვანონ. ამიტომ ვართ ჩვენ შეშფოთებულები და შეძრწუნებულები“, - განაცხადა ციხკარიშვილმა.