რუსთავის მე-12 ციხესთან აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 ციხესთან აქცია მიმდინარეობს

3-02-2022, 15:07 - 2022
872
       

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს მისი მონახულების უფლება მიეცეს.

„მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი. რუსი ოლიგარქი პუტინის დავალებას ასრულებს და შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება ყველა ის სადამსჯელო ღონისძიება, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუძლურდეს“, - განაცხადა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები