ირპენში რუსმა ოკუპანტებმა ერთი ჟურნალისტი დაჭრეს.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა ისინი ხიდზე გადადიოდნენ.
„პირველ ხიდზე გადავდიოდით ირპენში, ლტოლვილების გამოსვლა უნდა გადაგვეღო და მანქანით ვიღაცები მოვიდნენ, შემოგვთავაზეს მეორე ხიდამდე მიყვანა. როგორც კი გამშვები პუნქტი გავიარეთ, ვიღაცებმა სროლა დაგვიწყეს.
მძღოლმა მოატრიალა და წამოვედით, მაგრამ ისინი მაინც გვესროდნენ.
ჩემი მეგობარი იქ დარჩა და ახლა არ ვიცი, როგორ არის. დავინახე, რომ ტყვია კისერში მოხვდა. მე სასწრაფო დახმარებამ წამომიყვანა აქ“, - განაცხადა ჟურნალისტმა.