პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, ფედორ ვენისლავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკებები რუსებთან რამდენიმე საათში დაიწყება.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაციამ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშრუტი შეცვალა.
„უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მარშრუტი (ბელარუსის საზღვრამდე) შეიცვალა, ამიტომ ვფიქრობ, მოლაპარაკებები რამდენიმე საათში დაიწყება. ჩვენი დელეგაციის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ აიღეს მარშრუტი, რომელიც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის და მათი ადგილსამყოფელი უცნობი იქნება“, - განაცხადა ვენისლავსკიმ.
უკრაინული მედია წერს, რომ უსაფრთხოებისდან გამომდინარე ვენისლავსკიმ დელეგაციის შემადგენლობა ვერ დაასახელა. ის თვლის, რომ დღის ბოლომდე იქნება სრული ინფორმაცია სასტარტო პოზიციებისა და მოლაპარაკებების შედეგების შესახებ.
მან დასძინა, რომ მოლაპარაკებებში ბელორუსელებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ დამკვირვებლების სახით.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ბელარუს-უკრაინის საზღავრთან, მდინარე პრიპიატთან გაიმართება.