ცნობილია, სად შეხვდებიან ერთმანეთს უკრაინული და რუსული მხარეები

ცნობილია, სად შეხვდებიან ერთმანეთს უკრაინული და რუსული მხარეები

27-02-2022, 17:52 - 2022
2 054
       

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დაურეკა და შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთს ბელარუსის საზღვართან, მდინარე პრიპიატთან შეხვდება.

„პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ უკრაინული დელეგაცია რუსულს შეხვდება უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე, მდინარე პრიპიატთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრებს, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს, ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები