თურქული მედიის ინფორმაციით, 67 წლის კაცს, რაჰმი კარადემირს ინსულტი დაემართა.
ის კონიაში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო ჩარევის შემდეგ გონს მოვიდა და დანიურ ენაზე საუბარი დაიწყო, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აღარ იყენებდა, ასევე დაავიწყდა თურქული, რომელიც მისი მშობლიური ენა იყო.
როგორც ცნობილია მამაკაცი დანიაში 20 წლის მანძილზე ცხოვრობდა, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას დანიური ენა აღარ გამოუყენებია და მხოლოდ თურქულად საუბრობდა.
კაცს აპრილის შუა რიცხვებში ორთოპედიულ განყოფილებაში მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ კი მარჯვენა ხელ-ფეხი მოულოდნელად გაეთიშა და მეტყველებაც შეუფერხდა. დიაგნოსტიკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ტვინის მარცხენა მხარეს ერთ-ერთი მთავარი არტერია სისხლის კოლტით იყო დახშული.
თრომბის ამოღების შემდეგ პაციენტს ნევროლოგიური სიმპტომები სწრაფად გაუქრა, თუმცა საუბარი დანიურ ენაზე დაიწყო.
ექიმი ამბობს, რომ მოსალოდნელია პაციენტმა მოკლე ხანში სრულიად აღიდგინოს თურქული ენა.
რაჰმი კარადემირმა თავად ახსნა სიტუაცია შვილს თარგმანის მეშვეობით:
ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“