ოპოზიციის ნაწილი უკრაინაში მიემგზავრება

ოპოზიციის ნაწილი უკრაინაში მიემგზავრება

31-01-2022, 09:50 - 2022
1 150
       

„ლელო საქართველოსთვის“ ამ კვირაში უკრაინაში მხარდაჭერის გამოსაცხადებლად მიემგზავრება, - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ის და მისი პარტიის წევრები გეგმავენ, რომ მაღალი რანგის უკრაინელ პოლიტიკოსებთან შეხვედრები გამართონ.

„ამ კვირას მე მივემგზავრები უკრაინაში ჩემს კოლეგებთან ერთად, „ლელო“ მაქვს მხედველობაში, დაგეგმილია შეხვედრები მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, რათა დავუდასტურო არამარტო ჩვენი პარტიის, არამედ ყველა პატრიოტი ქართველის მხარდაჭერა და არ ეგონოთ, რომ საქართველოში არიან პარტიები თუ ადამიანები, რომელთაც არ ესმით ის მდგომარეობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა გამოხატო საჭირო დროს და საჭირო ადგილას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები