სამი მიწისძვრა ერთმანეთის მიყოლებით | საგანგაშო სტატისტიკა

სამი მიწისძვრა ერთმანეთის მიყოლებით | საგანგაშო სტატისტიკა

15-04-2025, 18:22 - 2025
714
       

სამხრეთ კალიფორნიაში, სან დიეგოს მიმდებარე ტერიტორიებზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
 
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სან დიეგოს ოლქის მთიან ქალაქ ჯულიანში იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაფიქსირდა.
 
USGS-ის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულების ან ზარალის არსებობის ალბათობა დაბალი იყო. ასევე, სან დიეგოს ოლქის პოლიციისა და შერიფის დეპარტამენტის განცხადებით დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არც მათ მიუღიათ.
 
5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე წუთში, ჯულიანში 3.0 და 2.5 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგები იგრძნობოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები