განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს 

ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს 
18-04-2021, 21:25
ავტორი: მერი ტაბატაძე

„არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს", - ამის შესახებ „გირჩი მეტი-თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, მოაწერს თუ არა „გირჩი მეტი-თავისუფლება" ხელს, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ ახალ დოკუმენტს.

„დოკუმენტი ზოგადად არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა და არც ამასთან მიმართებაში მჯერა. თუმცა კარგია ის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი უკეთაა გაწერილი. ხელმოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. გვითხრეს, რომ გვექნება დრო, რომ ვიფიქროთ მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. შიდაპარტიული და სხვა პარტიებთან შეხვედრების შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს წარუდგინეს ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა პუნქტები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 120-ჯერ
კომენტარები