განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

თალაკვაძე - პოლიტსაბჭოს წევრებთან დაკავშირებით ივანიშვილთან წასვლამდე კონსულტაციები გვქონდა

თალაკვაძე - პოლიტსაბჭოს წევრებთან დაკავშირებით ივანიშვილთან წასვლამდე კონსულტაციები გვქონდა
16-01-2021, 15:22
ავტორი: მერი ტაბატაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს წევრებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილთან მისი პარტიიდან წასვლამდე კომუნიკაცია ჰქონდათ.

თალაკვაძის თქმით, თითოეული წევრი კონსესუსის საფუძველზე აირჩიეს.

„გვაქვს ძალიან საინტერესო ხედვა მომავალი განვითარების. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის სამი მიმართულება: დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოების და მშვიდობის განმტკიცება და ეკონომიკური განვითარება.

თითოეული წევრი პოლიტსაბჭოში, რა თქმა უნდა, უყო დასახელებული კონსესუსის საფუძველზე, რომელიც შიდაგუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა. რა საკვირველია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან სანამ ის პოლიტიკას დატოვებდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 97-ჯერ
კომენტარები