საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ცხოვრობს სამართალდამცველების მობილიზებაა.
პოლიციის წარმომადგენლები არ პასუხობენ ჟურნალისტების კითხვებს, თუ რას უკავშირდება პოლიციის მობილიზება, შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რა ღონისძიებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ამავე კორპუსში ცხოვრობს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მურთაზ ზოდელავაც.
DAILYINFO დეტალების გარკვევას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია არც უწყებიდან მოგვეწოდება.
ფოტო: IPN
















