განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

რომელ დაწესებულებებს შეეხება უქმე დღეების შეზღუდვა

რომელ დაწესებულებებს შეეხება უქმე დღეების შეზღუდვა
21-04-2021, 15:20
ავტორი: მერი ტაბატაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე ისაუბრა უქმე დღეებთან დაკავშირებით.

როგორც ღიბრაძე ამბობს, უქმე დღეების განმავლობაში იმუშავებენ ის დაწესებულებები, რომელთა ფუქციონირებაც ქვეყნისთვის აუცილებელია. ღიბრაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ დაწესებულებებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა და დადგენილება მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

„აღნიშნულ მომენტში არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კიდევ ერთხელ გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დასვენების დღეებს, მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის. რეგულაციებით იქნება განსაზღვრული ის სამსახურები, რომლებსაც არ შეეხებათ დასვენების დღეები დანარჩენი ყველა კი მოექცევა ამ სიაში. ეს არის სამი სამინისტროს მიერ შემუშავებული ბრძანება, რომელიც მალე გასაჯაროვდება.

შეზღუდვების დაწესება ხორციელდება ეპიდვითარებიდან გამომდინარე და არსებული ინფორმაციის ანალიზით. ყველა დამატებითი ზომა შესაძლებელია იქნას შემოღებული გამომდინარე ეპიდსიტუაციიდან. ეს არ არის მოგონილი საქართველოს მიერ. შეზღუდვებთან დაკავშირებით უქმე დღეებზე საუბარი არ ყოფილა. სამსახურები, რომელიც ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, არ შეეხებათ დასვენების დღეები. არანაირ შეზღუდვაზე სხვა მიმართულებით საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ღიბრაძემ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და დაასახელა ის სფეროები, რომელთაც შეზღუდვა, სავარაუდოდ, არ შეეხება.

„ვაზუსტებთ იმ სეგმენტებს, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას ეს არის ჯანდაცვაში გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებები, სოფლის მეურნეობის სექტორში გარკვეული დაწესებულებები და ასევე გადმოცემულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებების სია. ეს სია მოქმედებდა წინა შეზღუდვის დროსაც", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

გაზიარება
მოინახულეს 4 238-ჯერ
კომენტარები