განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გერმანელი ექსპერტი მეწყერზე - პრობლების გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს

გერმანელი ექსპერტი მეწყერზე - პრობლების გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს
23-03-2021, 15:27
ავტორი: სოფიო შავაძე

,,უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები, გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და სამონიტორინგო ზომები. შევინარჩუნოთ დიდი ყურადღება დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდგომ გადავდგათ ნაბიჯი“, - ამის შესახებ გერმანელმა ექსპერტმა განაცხადა.

მისი თქმით, გატარებული ზომები არის სწორი, თუმცა საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, ამიტომ პრობლების გადაჭრის ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს.

„მთავარი მიზანი ჩემი მოწვევის არის სწორედ ის რომ, საზღვარგარეთიდან იყვნენ მოწვეულნი სპეციალისტები, დამატებითი ხედვის მოსაწოდებლად. ჩვენ გვიმუშავია ძალიან ბევრ მეწყერთან დაკავშირებულ პროექტებზე. ჩვენი გამოცდილებით, თითოეული მეწყერი გამოირჩევა საკუთარი ინდივიდუალიზმით და უნიკალური თვისებებით. იგივე შეიძლება ითქვას ამ მეწყერზე და მინდა აქვე დავძინო, რომ თქვენმა ექსპერტებმა შესაბამისი საქმიანობა განახორციელეს ამ თვალსაზრისით. ჩემს კოლეგასთან ერთად გუშინ ადგილზე ვიმყოფებოდი ორი საათის განმავლობაში, ჩვენი შეხედულებით საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომლის ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს. ზოგადად როდესაც მუშაობ ბიოლოგიურ საკითხებზე, თავისთავად სამუშაოს გარემო არის არახელსაყრელი, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქანი არის გამოთავისუფლებული რაც თავისთავად ართულებს მუშაობის პროცესს. პირველ რიგში უნდა მოხდეს მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდგომ უკვე შესაბამისი ზომების მიღება. ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც არის განხორციელებული, არის აბსოლიტურად სწორი, კერძოდ კი გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება. ეს არის ინიცირების ფაზა, შესაძლო მასშტაბური მეწყერის. უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები, ამ ზომებში მიდის გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და სამონიტორინგო ზომები. რათქმაუნდა უნდა შევინარჩუნოთ დიდი ყურადღება დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდგომ გადავდგათ ნაბიჯი“,-განაცხადა გერმანელმა ექსპერტმა.

გაზიარება
მოინახულეს 241-ჯერ
კომენტარები