დონალდ ტრამპი ფლორიდაში ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობს

დონალდ ტრამპი ფლორიდაში ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობს

დღეს, 01:49 - 2025
45
       

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრანის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში მასპინძლობს.


ორი ქვეყნის ლიდერმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოსის სასახლეში შესვლამდე მედიასთან ისაუბრა.

ტრამპი აცხადებს, რომ მისი აზრით, პუტინი „სერიოზულად უყურებს მშვიდობას“.

„მე მჯერა, რომ შეთანხმების საფუძველი არსებობს“, - აცხადებს ტრამპი.

მისივე თქმით, ომში „ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ფიქრობს, რომ ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების დადება.

„მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ტრამპი.

„ვფიქრობ, რომ ევროპული ერები მართლაც შესანიშნავად მოქმედებენ და ისინი ეთანხმებიან ამ შეხვედრას და შეთანხმების მიღწევას. ისინი ყველა შესანიშნავი ხალხია“, - აცხადებს ტრამპი.

საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეაქო.

„ამ ბატონმა ძალიან ბევრი იმუშავა, ის ძალიან მამაცია და მისი ხალხიც ძალიან მამაცია. რაც მათ გადაიტანეს, ეს არცერთ ერს - ძალიან იშვიათად თუ რომელიმე ერს გაუვლია“, - განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები „რაც შეიძლება სწრაფად“ მოიტანს მშვიდობას.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მასპინძლობისთვის .

ზელენსკის ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ ტერიტორიული დათმობები იქნება, რაზეც ზელენსკიმ არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ საკითხი დღეს განიხილება.

ვიდრე ორი ქვეყნის ლიდერი შენობაში შევიდოდა, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ომის „სწრაფი“ დასრულება შესაძლებელია.

„ის დასრულდება, ან დიდხანს გაგრძელდება და მილიონობით ადამიანი დაიღუპება... და არავის სურს ეს“, - განაცხადა ტრამპმა.

„მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებების დასაწყებად მარ-ა-ლაგოში უკვე შევიდნენ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი წელს ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში უკვე მესამედ მასპინძლობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები