დონალდ ტრამპი: მჯერა, რომ გვაქვს შეთანხმების საფუძველი

დონალდ ტრამპი: მჯერა, რომ გვაქვს შეთანხმების საფუძველი

დღეს, 01:57 - 2025
56
       

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების დადება სურთ.


როდესაც ტრამპს ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, 

ტრამპმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი. ვფიქრობ, რომ ორივე ასე ფიქრობს“.

კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა დღევანდელი შეხვედრა შეთანხმების მიღწევას, ტრამპმა უპასუხა: „ეს დამოკიდებულია...მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი“.

რაც შეხება ვადებს, კითხვაზე, ელის თუ არა შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე, ტრამპა აღნიშნა, „მე არ მაქვს ვადები. იცით, რა არის ჩემი ვადა? ომის დასრულება“.

ტრამპმა, ასევე, დაადასტურა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან კვლავ გეგმავს საუბარს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები