ბოკერია კეზერაშვილზე - ძალიან სერიოზული, მძიმე ბრალდებებია, ამის იგნორირება უპასუხისმგებლობაა

ბოკერია კეზერაშვილზე - ძალიან სერიოზული, მძიმე ბრალდებებია, ამის იგნორირება უპასუხისმგებლობაა
15-04-2023, 09:22 - 2023
347

„ძალიან სერიოზული, მძიმე ბრალდებებია რეპუტაციის მქონე მედიისგან და ამის იგნორირება უპასუხისგებლობაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ ფილმთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.


როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, იმ სივრცეში, სადაც ეს ხდება, არის კანონის უზენაესობა, სამართლებრივი ინსტიტუტები და სასამართლო არის დამოუკიდებელი.

„ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, ამის შემოწმების შესაძლებლობა აქვს სასამართლოში ცილისწამების სარჩელით. თუმცა, პოლიტიკური, რეპუტაციული ზიანი უკვე დიდია ყველა შემთხვევაში. ჩვენ უკვე კარგა ხანია, კონფლიქტი გვაქვს, ოღონდ არა იმის გამო, ვინ იყო ან არ იყო დონორი, არამედ იმის გამო, რომ პოლიტიკაში, ჩვენი აზრით, ნებისმიერი დონორი არ შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, როცა შეუძლია, უკარნახოს პოლიტიკური დღის წესრიგი პოლიტიკურ ძალებს. ეს ძალიან სახიფათოა და ამ მეთოდით ვერც ივანიშვილის რეჟიმს ვერ დაამარცხებ, პირიქით, გააძლიერებ, და თან ეს სახიფათოა მომავლისთვის. საბოლოოდ, ეგ არის ის, რასაც დღეს ვხედავთ, ოღონდ უკიდურეს ხარისხში აყვანილს ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა