კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა
8-03-2023, 18:32 - 2023
661

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. 


ამის შესახებ მან mediachecker-თან ინტერვიუში განაცხადა. 

კინწურაშვილმა ინტერვიუში რუსული კანონპროექტი გააკრიტიკა.

„მე „იმედიდან“ რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით“, - თქვა მან.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა