განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ამირან გამყრელიძის შვილი მილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებს

ამირან გამყრელიძის შვილი მილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებს
9-02-2021, 22:33
ავტორი: აკაკი გურგენიძე

7 მილიონ ნახევარი სამედიცინო ხელთათმანებისთვის, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი სახელმწიფო ტენდერებში მილიონებს იღებს.

ნიკოლოზ გამყრელიძე, სააქციო საზოგადოება „გეფა“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში გადამწყვეტ როლს ის ასრულებს.

სააქციო საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს, სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერებში.
ბოლო ასეთი ტენდერი, სს „გეფა“-მ 28 იანვარს მოიგო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მან უკონკურენტოდ მოიპოვა გამარჯვება და 7 460 159 ლარის მომსახურების შესყიდვა აიღო პასუხისმგებლობად.

აღნიშნულ ტენდერში, სს „გეფა“-ს მოვალეობაა, მიაწოდოს სახელმწიფოს სამედიცინო დანიშნულების ხელთათმანები, რომელსაც სახელმწიფო მიზნობრიობისთვის გამოიყენებს.

როგორც, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, სს „გეფა“ სახელმწიფოსთვის გეგმავს, მსოფლიოს უდიდესი მწარომოებელი კომპანიიდან „ტოპ გლავ“-იდან მოახდინოს აღნიშნული პროდუქტის იმპორტი.

ამირან გამყრელიძის შვილი მილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებს


გაზიარება
მოინახულეს 9 507-ჯერ
კომენტარები