განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ტყუპი ვაჟი შეეძინა

ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ტყუპი ვაჟი შეეძინა
27-10-2020, 11:28
ავტორი: აკაკი გურგენიძე

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ტყუპი ვაჟი შეეძინა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ საკეისრო კვეთა ოთხ ფეხმძიმეს ჩაუტარდა და ოთხივე მათგანი თავს კარგად გრძნობს. საკეისრო კვეთის შედეგად ხუთი ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის ტყუპი ვაჟი.

,,განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ,"- განაცხადა კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ.

26 ოქტომბერს, "კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრი 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო 6 პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 77 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება.






გაზიარება
მოინახულეს 3 183-ჯერ
კომენტარები