პარლამენტმა 3-დეპუტატს მანდატი შეუწყვიტა

პარლამენტმა 3-დეპუტატს მანდატი შეუწყვიტა

15-02-2022, 18:19 - 2022
646
       

პარლამენტმა „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრს, ბადრი ჯაფარიძეს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, შალვა ნათელაშვილსა და „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მანდატი შეუწყვიტა.

ბადრი ჯაფარისთვის მანდატის შეჩერებას მხარი 77 პარლამენტარმა დაუჭირა, 38 კი წინააღმდეგი იყო.

ასევე 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, წინააღმდეგ კი 9 წავიდა.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, მისთვის მანდატის შეწყვეტას 79 დეპუტატი დაეთანხმა, 28 კი არ დაეთანხმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები