განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

დეკანოზი თამაზი ბუკნარზე - არც ერთი სარწმუნოება არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან

დეკანოზი თამაზი ბუკნარზე - არც ერთი სარწმუნოება არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან
16-01-2021, 22:07
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

„არც ერთი სარწმუნოება არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან“, - ამის შესახებ დეკანოზ თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

მან ასევე აღნიშნა, რომ სარწმუნოება უნდა იყოს სრულიად თავისუფალი სახელმწიფოებრივი ხუნდებისგან.

„ბუკნარში მომხდარი კონფლიქტი ქრისტიან და მუსლიმ ქართველებს შორის, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რატომ უნდა იყოს ნებისმიერი სარწმუნოება სრულიად თავისუფალი სახელმწიფოებრივი, ნაციონალური, პოლიტიკური თუ სხვა მიწიერი ხუნდებისგან.

მართლმადიდებელმა ქართველებმაც უნდა იცოდნენ ეს და მუსლიმმა ქართველებმაც.

ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არასოდეს, არც ერთი სარწმუნოება არ შეიძლება გაიგივებული იყოს რომელიმე ეროვნებასთან.
რწმენა ყველა ეროვნების და ყველა მიწიერი საზღვრის მიღმაა. ასეა ისლამშიც და ასეა ქრისტიანობაშიც.

საკუთარი ქვეყანა და ამ ქვეყნის თავისუფლება უნდა უყვარდეს საქართველოს მოქალაქეს, მუსლიმსაც და ქრისტიანსაც, და არც ერთმა არ უნდა დაუშვას, რომ ბოროტისმსურველმა მათი სარწმუნოებით მანიპულირება მოახერხოს საქართველოს წინააღმდეგ, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან.

ეს უნდა გვახსოვდეს, ესაა მთავარი“, - წერს დეკანოზი თამაზი

გაზიარება
მოინახულეს 83-ჯერ
კომენტარები