„კონტაქტი მქონდა გაფრენის წინ, ვიღაც გადაიჩეხა, უნდა ამოვიყვანო და 1 საათში დავბრუნდებიო“ - გუდაურში დაღუპული პილოტის ცოლი

„კონტაქტი მქონდა გაფრენის წინ, ვიღაც გადაიჩეხა, უნდა ამოვიყვანო და 1 საათში დავბრუნდებიო“ - გუდაურში დაღუპული პილოტის ცოლი
30-07-2022, 12:40 - 2022
842

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული პილოტის, ზაზა ლორიას ცოლი ვარაუდობს, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამინდი იყო.

ლორიას ცოლი ყვება, რომ ის ბოლოს მეუღლეს ტრაგედიამდე ერთი საათით ადრე ესაუბრა.

პროფესიონალი, ერთ-ერთი უძლიერესი მფრინავი [იყო], ყოველთვის გადამრჩენელი, რთული ოპერაციის შემსრულებელი. რა მოხდა არ ვიცი, სავარაუდოდ, ამინდი, ქარი. ყოველთვის სადარაჯოზე იდგა, როცა ვინმეს უჭირდა, რამდენი გადაჩეხილი ამოუყვანია, მეგონა, რომ ახლაც დაბრუნდებოდა და ამოიყვანდა ჩვეულებრივი ოპერაცია იყო ჩვენთვის, მაგრამ შეიწირა ამდენი ხალხი. კონტაქტი მქონდა ზუსტად გაფრენის წინ და მითხრა, რომ ასეთი რაღაც მოხდა ვიღაც გადაიჩეხა, უნდა ამოვიყვანო და 1 საათში დავბრუნდებიო, ველოდებოდი და ვეღარ დაბრუნდა ერთ საათში მოვალო მითხრა. ჩქარობდა თურმე, არ ვიცი წასვლას რატო ჩქარობდა, ასე იყო ყოველთვის, როცა ვინმეს უჭირდა, ჩქარობდა რომ სიცოცხლე გადაერჩინა და ბედნიერი იყო, როცა გადაარჩენდა და ამოიყვანდა“, - განაცხადა დაღუპულის ცოლმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა