განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

კორონავირუსი როგორც კრიზისი და 2020 წლის გამოწვევები

კორონავირუსი როგორც კრიზისი და 2020 წლის გამოწვევები
31-12-2020, 12:59
ავტორი: მერი ტაბატაძე

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო მასშტაბური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. 2019 წლის დეკემბერში მსოფლიოში ახალი ვირუსის, „კოვიდ19“ გამოჩნდა. ვირუსი, რომლის პირველი შემთხვევაც ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა, მალევე გასცდა ქვეყნის ფარგლებს.11 მარტს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. აქამდე უცნობი ვირუსის გამო, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კრიზისი დაიწყო. ამ კრიზისს კი ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახე ჰქონდა.

კორონავირუსი როგორც კრიზისი განათლებაში

კორონავირუსმა ერთ-ერთი პირველი ზეგავლენა მოახდინა განათლებაზე. ქვეყნები დადგნენ გამოწვევის წინაშე, როგორ „გადაერჩინათ“ 2020-21 სასწავლო წლები და აკადემიური წელი არ გამოეცხადებინათ. არაერთმა ქვეყანა მიმართა სწავლების დისტანციურ მეთოდს, რომელმაც შედარებით ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა შექმნა.

გაეროს ბოლოდროინდელი ანგარიშების თანახმად, COVID-19- მა განათლების სფეროში კრიზისი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუქმნა. არსებობს ვარაუდები, რომ პანდემია მწვავე გავლენას მოახდენს მსოფლიოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა გარკვეულწილად უფრო მსუბუქი იყო განვითარებულ ქვეყნებში, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. ისეთი პრობლემები როგორებიცაა განათლების ხელმწისაწვდომობა, ინტერნეტისა და შესაბამისი ტექნიკით, ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, გამოწვევაა საქართველოსთვისაც. UNISEF-ის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში თითქმის 1,2 მილიარდამდე მოსწავლე კორონავირუსის პანდემიის გამო, სკოლაში ვეღარ დადის. ეს კი აღრმავებს განათლებაში არსებულ უფსკრულს, მათ შორის საქართველოშიც.

პანდემია როგორც კრიზისი და შეზუდვები

ქვეყნებმა კორონაპანდემიის გამო, სხვადასხვა შეზღუდვა დააწესეს, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შენელება იყო. აღნიშნული შეზღუდვები ეხებოდა არამარტო ზემოთ აღნიშნულ სკოლების დახურვას, არამედ ბიზნესებისა და ტურიზმის ინდუსტირიის გაჩერებას, გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. შეზღუდვებმა არაერთ ქვეყანაში გამოიწვია პროტესტი. პროტესტი განსაკუთრებით ფართომასშტაბიანია, ახლა, ვირუსის გავრცელების ე.წ მეორე ტალღის პერიოდში. მაგალითად ინგლისში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მოსახლეობა ჩაკეტვის წინააღმდეგ გამოდის. საქართველოს მაგალითზე რომ განვიხილოთ, აქაც მოყვა პროტესტი 28 ნოემბერს დაწესებულ შეზღუდვებს. ბათუმში, სამოქალაქო მოძრაობა „იმოქმედე“ არჩევნების შედეგებთან ერთად აპროტესტებს დაწესებულ შეზღუდვებს და აჭარის მთავრობის სახლის წინ, ღია კაფე და მცირე ბაზრობა გახსნა. პროტესტი მოყვა შეზღუდვებს დედაქალაქშიც, სადაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე დღეა ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.

პანდემია როგორც კრიზისი და ეკონომიკა

შეზღუდვების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. მთვარობებმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმები წარადგინეს, რომლიც ერთ-ერთი პუნქტიც სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარება იყო, თუმცა აღნიშნული დახმარება რიგ შემთხვევებში ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკამაყოფილებლადაც არაა საკმარისი. მსოფლიო მასშტაბით უმუშევრობის დონე კორონაპანდემიის პერიოდში იზრდებოდა და გამონაკლისი არც საქართველოა. მაგალითისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2020 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. სამსახურის გარეშე დარჩა ქვეყანაში 28 ნოემბერს შემოღებულ შეზღუდვებს თან ახლდა. დედაქალაქში მეყვავილეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობის უფლება მოითოვეს, მათ შეუერთდნენ ადამიანები, ვინც მეყვავილეებს ამარაგებდათ. საპროტესტო აქცია იყო რუსთავშიც, სადაც გარემოვაჭრეები დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ და მუშაობას კვლავ აგრძელებდნენ. როდესაც გაჩერებულია ტურიზმი, ფრენები, სარესტორნე და სავაჭრო ბიზნესები, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. უკვე გამოითქვა ვარაუდები, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, შესაძლოა შემდეგი „დიდი დეპრესია“ იყოს. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 9 თვის განმავლობაში ვარდნას განიცდის.

კორონავირუსი როგორც კრიზისი და პოლიტიკური პროცესები

კორონავირუსის კრიზისი თითქმის ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც პოლიტიკა ყოფილა. პანდემიის პერიოდში არაერთ ქვეყანაში საპარლამენტო, ან საპრეზიდენტო არჩევნები დაემთხვა. ქვეყნებისთვის გამოწვევა იყო პანდემიის პერიოდში არჩევნების ჩატარება. მაგალითად აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივითაც კი გამოვიდა. გამოწვევა იყო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების სრულფასოვანი ჩართვაც. პადნემიის პერიოდში ჩატარდა არჩევნები ბელორუსში, აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, საქართველოში და ა.შ. პროტესტი, რომელიც არჩევნების შედეგებს თან ახლა, კიდევ ერთი გამოწვევა იყო ქვეყნებისთვის, რადგან როგორ ინფექციონისტები საუბრობდნენ, აქციებზე მობილობის გაზრდა ვირუსის გავრცელების რისკს ზრდიდა, რაც ჯანდაცვის სექტორში კრიზისს იწვევდა.

კორონავირუსის კრიზისი და ჯანდაცვა

„კოვიდ19“ განსაკუთრებულად დიდი გამოწვევა იყო ჯანდაცვის სექტორისთვის როგორც პირველი ტალღის, ასევე მეორე ტალღის დროს. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ ახალი პანდემიისა და მისი მართვის შესახებ ნაკლები ცოდნა იყო, მეორე შემთხვევაში კი იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ჯანდაცვის სექტორი კრიზისის წინაშე დადგა. დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, რიგ შემთხვევებში პრივილეგირებული, შერჩევითობის პრინციპი, რაზეც თავად სფეროს ექსპერტებიც საუბრობდნენ და სამედიცინო პერსონალის სიმცირე, მდგომარეობას ართულებდა.

კორონავირუსის კრიზისი და გამოსავალი

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ვიდრე ვაქცინა იქნება, ერთადერთი დაცვის საშუალება პირბადე და დისტანციაა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, როგორც კრიზისიდან გამოსავალი, შესაძლოა პანდემიის დასასრულის დასაწყისზე მიანიშნებდეს. მსოფლიოში 60-ზე მეტი ვაქცინაზე მუშაობენ და მათგან რამდენიმე კვლევების ბოლო ფაზას გადის, მაგალითად ოქსფორდის, Pfizer-ის, მოდერნას ვაქცინები. როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი აცხადებს, საქართველოს ვაქცინისთვის გადახდილი აქვს წინასწარ გარკვეული თანხა, თუმცა კონკრეტულად რომელი ვაქცინას შეიძენენ ეს ჯერ უცნობია. იყო საუბარი იმაზეც, რომ შესაძლოა ქვეყანაში რამდენიმე კომპანიის ვაქცინა შემოვიდეს.
ზოგიერთი ქვეყნისთვის ვაქცინა, როგორც კრიზისიდან გამოსავალი შესაძლოა არც ისე მარტივი მისაღები იყო და ესეც გამოწვევას წარმოადგენდეს. აღნიშნული თვალსაჩინოა მაგალითად აფრიკის ქვეყნების ფონზე, სადაც, როგორც საერთაშორიო მედია წერს, ვაქცინისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ფინანსები არასაკმარისია.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, არაერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ვაქცინაცია. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება იგივე საქართველოში.

გაზიარება
მოინახულეს 164-ჯერ
კომენტარები