განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება

პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება
21-11-2020, 19:05
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

„სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება”, - ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მაღალი ციფრები ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს.

„სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს მნიშვნელოვანი კლება არ იქნება. შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება“, - განაცხადა იმნაძე

გაზიარება
მოინახულეს 326-ჯერ
კომენტარები