განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

საფრანგეთის პრეზიდენტი მუსლიმებს ულტიმატუმს უყენებს და 15 დღიან ვადას აძლევს

საფრანგეთის პრეზიდენტი მუსლიმებს ულტიმატუმს უყენებს და 15 დღიან ვადას აძლევს
19-11-2020, 23:29
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

საფრანგეთის პრეზიდენტმა მუსლიმებს 15-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა და „რესპუბლიკური ღირებულებების ქარტიის“ მიღება მოსთხოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით ემანუელ მაკრონი უკვე შეხვდა მუსლიმ სასულიერო პირებს და „რესპუბლიკური ღირებულებების ქარტიის“ მიღება სთხოვა.

როგორც მაკრონი აცხადებს, ეს რადიკალური ისლამის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ქარტიაში ნათქვამია, რომ ისლამი რელიგიაა და არა პოლიტიკური მოძრაობა, ასევე მუსლიმურ ჯგუფებში „უცხოეთიდან ჩარევა“ აკრძალული იქნება. ასევე ბავშვები განათლებას სახლში ვეღარ მიიღბენ და ეს კანონით აიკრძალება, დარღვევის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმები დაწესდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რადიკალურ ისლამის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი თავდასხმა მოხდა.

გაზიარება
მოინახულეს 42-ჯერ
კომენტარები