განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გრიგოლ ვაშაძის კიდევ ერთი განცხადება და მორიგი გაუგებრობა ოპოზიციურ პარტიებში

გრიგოლ ვაშაძის კიდევ ერთი განცხადება და მორიგი გაუგებრობა ოპოზიციურ პარტიებში
12-11-2020, 01:45
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგლო ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ დიალოგები, რომელიც უცხოელი პარტნიორების ჩართულობით მომზადდა, ჩაიშალა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია საელჩოებიდან მიიღო, თუმცა წყაროს ვერ დაასეხელბს.

„ამ განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის, დიპლომატიური წარმომადგენლების, მეთაურების ჩართულობით ჩაიშალა.
ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებას გაურკვევლობა მოჰყვა ოპოზიციური პარტიებში.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დიალოგის მოლოდინში არიან და რაზე საუბრობს ენმ-ს ლიდერი მისთვის გაუგებარია.

„მე ვარ დიალოგის მოლოდინში, რადგან ჩვენ, ოპოზიციამ განვაცხადეთ მზაობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძე რაზე საუბრობს არ ვიცი, ალბათ გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ რაზეა საუბარი.

ველოდებით ყველა, რომ დიპლომატების ფასილიტაციით წარიმართება დიალოგი. ეს მოლაპარაკება არ არის ჩაშლილი, ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს და მოლოდინი მაქვს, რომ დიალოგი შედგება.

მე, ჩემი პარტიის სახელით ვსაუბრობ. ამ ვითარებიდან გამოსავალი აუცილებლად უნდა ვნახოთ, ეს ფაქტია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გრიგლო ვაშაძის განცხადებას პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, თუ მზგავსი ფაქტი მოხდა და ამის შესახებ სხვა პარტიებმა არ იცოდნენ ეს ძალიან ცუდია.

„ძალიან სამწუხაროა, თუ ესეთი რამ იყო ჩანიშნული და ოპოზიციურმა პარტიებმა ამის შესახებ არ იცოდნენ, ეს არის ძალიან ცუდი, თუ ესეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი.

შესაბამისად, ჩვენ არ ვართ საქმის კურსში. გუშინ ჩვენ, ოთხმა პარტიამ გავავრცელეთ განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ნებისმიერ პროტესტი

უნდა იყოს მშვიდობიანი, ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს პოლიციელებთან ნებისმიერი მომიტინგე უნდა იყოს ძალიან კორექტული.

ჩვენ სახელმწიფო უწყებებს და განსაკუთრებით პოლიციას უნდა ვცეთ პატივი, ისინი იცავენ საზოგადოების წესრიგს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 495-ჯერ
კომენტარები