ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად პაკისტანში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად პაკისტანში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

დღეს, 05:55 - 2025
144
       

პაკისტანისა და პაკისტანის ქაშმირში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
 
ინფორმაციას პაკისტანის სამხედრო ძალები ავრცელებენ.  არმიის პრესსპიკერის, აჰმედ შარიფ ჩაუდრის თქმით, დაშავდა 57 ადამიანი.
 
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ინდოეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებს „აგრესიის საზარელი აქტი“ უწოდა, რომელიც მისი თქმით, დაუსჯელი არ დარჩება.
 
ინდოეთმა განაცხადა, რომ მან სამიზნეებზე იერიში მიიტანა ქაშმირში ორი კვირის წინ ტურისტებზე თავდასხმის საპასუხოდ. თუმცა პაკისტანის ხელისუფლება უარყოფს მონაწილეობას თავდასხმაში, რომელმაც 26 ადამიანი იმსხვერპლა.
 
პაკისტანმა ინდოეთს საარტილერიო ცეცხლით უპასუხა, პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, მათ ხუთი ინდური თვითმფრინავი და ერთი დრონი ჩამოაგდეს. ინდოეთს აღნიშნული ცნობები არ დაუდასტურებია.
 
ოთხშაბათს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოკლე კომენტარი გააკეთა ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის ესკალაციაზე.
 

„მე ორივე ქვეყანას ძალიან კარგად ვიცნობ. მინდა, რომ მათ ეს ერთმანეთში მოაგვარონ, მინდა, რომ შეწყვიტონ, თუ რამენაირად დახმარებას შევძლებ, იქ ვიქნები“, - განაცხადა ტრამპმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები