პაკისტანის პრემიერმა, შაჰბეზ შარიფმა, რამდენიმე წუთის წინ, მოსახლეობისთვის საგანგებო მიmართვაში განაცხადა, რომ მან უბრძანა შეიარაღებულ ძალებს, განახორციელონ საპასუხო დარტყმები ინდოეთზე.
„ინდოეთის მიერ გუშინ დაშვებული შეცდომის გამო, ჩვენს რისხვას აუცილებლად იგრძნობს ინდოეთი. ჩვენ შურს ვიძიებთ ყოველ წვეთი სისხლის გამო, რომელიც ინდოეთის თავდასხმებმა დაღვარა“, - განაცხადა შარიფმა