„ე.წ. „MEGOBARI აქტი“ ტესტია, თუ რამდენად სრულდება დონალდ ტრამპის პირობა, რომ ის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას დაასრულებს - კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ეს ტრამპის გადაწყვეტილებასთან არანაირ კავშირში არ არის! ტრამპი მის აღსრულებაზე ვალდებული არანაირად არ არის!“, - აღნიშნული განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.
მაჭავარიანმა აღნიშნა ისიც, რომ „MEGOBARI აქტის“ ინიციატორია და მის ავანგარდშია ჯო უილსონი, „რომელიც ბოლომდე გაშიფრულია, როგორც ჩვეულებრივი ლობისტი“.
„ამ აქტით ოპოზიცია სულდგმულობს. მძიმე მდგომარეობაში არიან და ზეიმობენ, როცა ეს აქტი რაღაც ეტაპს გაივლის ხოლმე. ეს ზეიმი ერთი - ორი დღე გრძელდება, მაგრამ საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ! „MEGOBARI აქტში“, რეალურად კი მტრულ აქტში, მეგობრული არაფერი წერია. რაც მასშია ჩაწერილი - სანქციების ნაწილი და ა.შ, ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს შეუძლია დღესვე აამოქმედოს. შეეძლო ერთი თვის წინ აემოქმედებინა. შეუძლია აამოქმედოს ერთი თვის შემდეგ. ეს კანონპროექტი კანონად იქცევა თუ არა, ტრამპის გადაწყვეტილებასთან აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის!“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში დადასტურდება, რომ „იმ მომენტისთვის აშშ-ში, Deep State-ის არაფორმალური მმართველობის გავლენები ვერ იქნა შემცირებული“.
„რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკური შოუს ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციისთვის გადმოგდებული „სატოპკეა“ ოპოზიციის ამომრჩეველი ძირითადად ოპოზიციურ არხებს უყურებს. ეს მედია საშუალებები ამბობენ, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცა ტრამპი ვალდებული იქნება, რომ აღასრულოს. ტრამპი მის აღსრულებაზე ვალდებული არანაირად არ არის! - ეს ყველაფერი ტრამპს რომ უნდოდეს, კანონპროექტის გარეშეც სრული ლეგიტიმაცია აქვს, რომ ასეთი ქმედებები გააკეთოს. ერთადერთი მინდა გავმიჯნო და დავუშვათ, რომ თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცა, ეს არის ერთგვარი ტესტი იმ მდგომარეობისთვის, თუ რამდენად არის შესუსტებული “გლობალური ომის პარტიის“ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენები აშშ-ში. ტრამპმა არაფორმალურ მმართველობას ღია ბრძოლა გამოუცხადა, თუმცა ისეთი ტემპით ეს ბრძოლა ტრამპის სასარგებლოდ ვერ მიიწევს. მან ბევრი რამ გააკეთა: - დაიწყო ბიუროკრატიის წმენდა, აკრძალა ძირითადი ინსტრუმენტების დაფინანსება, როგორც არის USAID, როგორიც არის NED. სერიოზული ბრძოლაა და თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ერთადერთი დასტური იქნება, რომ იმ მომენტისთვის Deep State-ის არაფორმალური მმართველობის გავლენები აშშ-ში იმ დონეზე შემცირებული ვერ იქნება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.