დაკავებულია ერთი პირი | პროკურატურის განცხადება

დაკავებულია ერთი პირი | პროკურატურის განცხადება

დღეს, 18:25 - 2025
206
       

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს.


მას დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება ბრალად.

საქმის ფარგლებში დამატებით ამოღებულია 4.2 მილიონ დოლარზე მეტი.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი.

ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 2 904 900 აშშ დოლარი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები