გაბრიელ წულაიას ინფორმაციით, მისი ძმა, ჟურნალისტი ირაკლი წულაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მოტივით დააკავეს.
„ჩემი ალალი ძმა ჟურნალისტი ირაკლი წულაია ახლა დაიჭირეს, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის გამო! იმედია, ზამთარში როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ცხვირ-პირი უსამართლო ძალოვნებმა, იგივენაირად არ მოიქცევიან!!!
4 ოქტომბრის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ მერე საერთოდ სურვილი არ მქონდა ქუჩაში გასვლის, მაგრამ ოცნება მაიძულებს, რომ შევცვალო ჩემი ძმა და დღეიდან მეც აქციაზე ვიქნები, ამ დაჭერებით კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მიიღებთ!!!“, - წერს ის.
ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.