„ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“, გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ და ე.წ. პარლამენტში შევიდნენ. ისინი არიან ხელფასს დახამებული მონები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ე.წ. პარლამენტში შესვლა გადაარჩენთ და ბიძინას სისტემური ოპოზიციის როლს მოირგებენ“, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ.
მისი თქმით, გახარიას პარტიაც ზუსტად ისე უნდა ჩაირეცხოს, როგორც „ქოცები“ და ზუსტად ისე უნდა იყვნენ აღქმული, როგორც „ქოცები“.
„რეალურად ძალიან კარგია ეს პროცესი. ყველა ნაძირალას სახეს „ახევს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.