სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების მანძილზე უკანონო შემოსავლების მიღება.
„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე“, - თქვეს სუს-ის ბრიფინგზე.