დღეს, 5 მაისს, ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა sknews.ge ავრცელებს.
როგორც გამოცემას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა, დავით მერაბიშვილმა განუცხადა, დაღუპული 2 წლისაა და ის პროზექტურაშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.
რა გახდა მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.